ირაკლი ჩიქოვანი: რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ, თქვენთან შეხვდრის არ შემრცხვება

,,ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,  ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებთან შეხვედრას განაგრძობს.  ის ამჯერად სოფელ ცაცხვში, გალაკტიონ ტუფურიას ოჯახში, ადგილობრივებს შეხვდა.

,,ცაცხველებს გავაცანი ჩემი გეგმები და მიდგომები. მიხარია, რომ სოფელში ეროვნული მოძრაობის წევრის და ზუგდიდის პირველი პრეფექტის, თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერი იქნება. პროექტირება უკვე დასრულების ეტაპზეა. პროექტირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფლის წყალმომარაგების კუთხითაც. ბოლო პერიოდში,  ამ სოფელში ბევრი რამ გაკეთდა. მოსახლეობამ ყველაზე მნიშვნელოვან განხორციელებულ პროექტად რუსთაველის ქუჩაზე გზის და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება დაგვისახელა. ცაცხვის რელიეფიდან გამომდინარე, სანიაღვრეები ბევრგანაა საჭირო და ეს პრობლემა ბოლომდე გადაჭრილი არ არის, თუმცა, ადგილობრივ ხელისუფლებას მისი მოგვარების გეგმები აქვს.

ადგილობრივებთან პირობა დავდე, რომ რა ღირსებითაც შევალ, იმ ღირსებით გამოვალ პარლამენტიდან და ვადის ამოწურვის შემდეგ, მათთან შეხვედრის არ შემრცხვება”, – განაცხდა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანი ადგილობრივებს ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსთან გიორგი შენგელიასთან ერთად შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები