გარდაბანში 35 წლის მამაკაცი სარწყავ არხში გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავი 2

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებში, მაშველებმა რამდენიმე საათიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად 35 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

ცხედარი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა.

ცნობისთვის, მამაკაცი მამასთან ერთად სათევზაოდ იყო წასული, რა დროსაც ის სარწყავ არხში ჩავარდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები