რუხის კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ქალის კონტაქტების მოძიება გრძელდება

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა, ამ ეტაპისთვის, კონტაქტების ნაწილი დაადგინეს და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფება.

“ცნობილია, რომ ახალგაზრდა ქალმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინა, თბილისი-ზუგდიდის მატარებლით იმგზავრა. ის 28 აგვისტოს ჩამოვიდა და სასტუმროში დაბინავდა. 30 წლის ქალი რუხის კლინიკაშია მოთავსებული, სადაც ბოქსირებულ განყოფილებაში გადის მკურნალობის კურსს”,- განაცხადა თორიამ.

რაც შეეხება მესტიის მუნიციპალიტეტს, მალხაზ თორიას თქმით, დაბა მესტიასა და ლენჯერში, ორი სექტემბრიდან სრულად იხსნება საკარანტინე შეზღუდვები. ამ ეტაპისთვის, მიმდინარეობს მასიური თერმოსკრინინგი და მეორადი ტესტირება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები