ხაშურის მუნიციპალიტეტში ორი მამაკაცი ჭაში დაიხრჩო
უბედური შემთხვევა მოხდა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში. ჭაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი ჩავარდა და დაიხრჩო.
როგორც “რეგიონული კვირასთვის ” გახდა ცნობილი, გარდაცვლილები სოფელ რუისში მცხოვრები ძმები არიან.
გავრცელებული ინფორმაციით , წყლის გასასუფთავებლად ჩასული ახალგაზრდები შეუძლოდ გახდნენ და გონება დაკარგეს.
“ადგილზე მისულ მაშველებს ისინი უკონტაქტო მდგომარეობაში დახვდნენ. ჭიდან უკვე ამოყვანილია ორივე მამაკაცის ცხედარი”, – განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.