„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ჩოხატაურში ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე, ჩოხატაურის სოფლების – ქვემოხეთის, საჭამიასერისა და ზემოხეთის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობასთან შეხვედრისას განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა წყალმომარაგება, შიდა გზების რეაბილიტაცია და სოფლებში დაგეგმილი სხვა პროექტები. დეპუტატობის კანდიდატმა ამომრჩევლებს სამომავლო გეგმები გააცნო და მათ შეკითხვებს უპასუხა.

„სოფელ საჭამიასერში მიმდინარეობს გაზიფიცირების სამუშაოები, ასევე მალე დაიწყება საბავშვო ბაღის მშენებლობა. იგეგმება სამი სოფლის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია, რაც შეეხება ზემოხეთს, აქ მიმდინარეობს შიდა გზების რეაბილიტაცია. „ქართული ოცნების” გუნდთან ერთად შევძლებ დაწყებული და დაგეგმილი პროექტების ჩვენს მოსახლეობამდე მიტანას. ჩვენი მოსახლეობის სამსახურში ყოფნა არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი საქმე, რათა ვიზრუნო მათთვის უკეთესი ცხოვრების პირობების შესაქმნელად”, – განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები