აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი საკარანტინო სივრცეს, ხოლო მეორე ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომლებმაც კლინიკა უკვე დატოვეს. ამ დროისთვის, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 პაციენტი მკურნალობს.
„ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული 28 ინფიცირებულიდან, 10 პაციენტს პნევმონია აქვს, თუმცა დადებითი დინამიკაა. ზოგადად, კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, გართულების გარეშე მიმდინარეობს”,- აცხადებს ექიმი გია კიკაბიძე.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდცენტრში სულ კორონავირუსზე 29 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას.