თორნიკე რიჟვაძე: დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმი პირველივე ტურში გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს

დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმი პირველივე ტურში გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს, – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ორივე კანდიდატი ღირსეული ადამიანია.

“დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად პარტია “ქართული ოცნების” გენერალირ მდივანთან ერთად ბათუმელებს წარვუდგინეთ ორი ძალიან ღირსეული ადამიანი, რომლებიც შესაბამისად იბრძოლებენ მაჟორიტარი კანდიდატობისთვის საქართველოს პარლამენტში ასევე უმაღლეს საბჭოში და დარწმუნებული ვარ, რომ ბათუმი პირველივე ტურში გააკეთებს სწორ, სამართლიან არჩევანს. ეს ორივე ადამიანი და ჩვენი პარტია მოიპოვებს გამარჯვებას, ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები