თორნიკე რიჟვაძე “პატრიოტთა ალიანსის” ბანერებზე: ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი

საქართველოს რუკის დამახინჯება “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო ბანერზე მიუღებელია აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის. თორნიკე რიჟვაძემ ფაქტი დაგმო და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს და ბანერები მალევე ჩამოხსნეს.

“აბსოლუტურად მიუღებელია ამ შინაარსის ბანერები, განცხადებები, ამას ხალხიც ადეკვატურად შეაფასებს. ეს არის იაფფასიანი პოპულიზმი ბანერის სახით. როგორც კი გამოჩნდა ბანერები, შეააბამისმა სამაახურებმა რეაგირება მოახდინეს. თუ აჭარას აქვს რაიმე დასაცავი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს მის დასაცავად” , – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები