საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა

საარჩევნო კამპანიის ფარგლებში “ქართული ოცნების” თელავი-ახმეტა-ყვარელი- ლაგოდეხის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ირაკლი ქადაგიშვილი თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.

სოფელ ბუშეტში და ქვემო ხოდაშენში მოსახლეობამ ძირითადად სანიაღვრე არხების მოწესრიგებაზე, გარე განათების და გზების ინფრასტრუქტურის პრობლემებზე ისაუბრა და მაჟორიტარობის კანდიდატთან ერთად არსებული გამოწვებების მოგვარების გზებზე იმსჯელა.
როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მაჟორიტარობის კანდიდატების გაცნობა და მათთან ერთად სამომავლო გეგმების დასახვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სოფლის განვითარებაში.

“იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც უნდა გვეკითხა და მიგვეღო პასუხები. მოასფალტდა გზები სოფელში და პარალელურად კარგი იქნება გარე განათებაც გაკეთდეს. ზოგან გზებია ვიწრო კიდევ და ასევე ვიმსჯელეთ, სანიაღვრე არხებზე ბადეების დამონტაჟებაზე, დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემები მოგვარებადია, ისევე როგორც აქამდე არსებული პრობლემები მოგვარდა.”- აღნიშნა მერაბ საგინაძემ.

სოფლებში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისი განცხადებით, მოსახლეობასთან მსგავსი ტიპის შეხვედრები ზუსტად გამოკვეთს იმ პრიორიტეტულ საკითხებს, რაც კონკრეტულ სოფლებს ჭირდება.

“მოსახლეობა მსგავის სახის შეხვედრებზე იჩენს ინტერესს, გამომდინარე იქიდან, რომ ხელისუფლებამ ამ ხნის განმავლობაში საკმაოდ ბევრი კონკრეტული საქმე გააკეთა მუნიციპალიტეტებში. როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის მოწესრიგების კუთხით. ძალიან ბევრი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორცილდა გზებთან და წყლებთან დაკავშირებით და რაც ყველაზე მთავარია, ბევრი ხელმშეწყობი პროგრამა ხორცილდება, რომელიც ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას, გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარებას, ტურიზმისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები