ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურმა “პატრიოტთა ალიანსის” ბანერები ჩამოხსნა
ბათუმის მერიის ინსპექტირების სამსახურმა “პატრიოტთა ალიანსის” ბანერები ჩამოხსნა. მერიის ინფორმაციით, ბანერები უნებართვოდ იყო განთავსებული.
“ქალაქ ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის მიერ განხორციელდა სამართლებრივი რეაგირება უნებართვოდ განთავსებულ რეკლამასთან დაკავშირებით.
ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ბათუმში, 2 ლოკაციაზე განთავსებული სარეკლამო ბანერები ჩამოიხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შემდგომ გადაგზავნილი იქნება ბათუმის საქალაქო სასამართლოში განხილვის მიზნით”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „პატრიოტთა ალიანსმა“ საარჩევნო ბანერი განათავსა, სადაც საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მსგავსად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაც წითლად არის მონიშნული და წერია: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“