ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა

ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი მძიმედ დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
„112-ის ბრიგადის მიერ, საგზაო შემთხვევიდან შემოყვანილ იქნა 36 წლის მამაკაცი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღენიშნებოდა პოლიტრავმები. გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. მიმდინარეობს რეანიმაციული ღონისძიებები. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე და არასტაბილურია.გამოძახებულია რეფერალური სამსახური“ – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შემთხვევის დგილზე მობილიზებულია პოლიციის ეკიპაჟები.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” ფაქტს უდასტურებენ. უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები