ქუათაისელი ბავშვების ნამუშევრები პარიზის მეტროს კედელზე განთავსდა
ქუათაისელი ბავშვების ნამუშევრები პარიზის მეტროს კედელზე განთავსდა. ილუსტრაციები “ახალგაზრდული ცენტრის” მოსწავლეებმა ზღაპრების კრებულისთვის შექმნეს. ცენტრის დირექტორის ნატალია პატარიძის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანი და საინტერესო აღმოჩნდა.
„2019 წელს ვიყავით პარიზში, სადაც ქართულ-ფრანგული ურთიერთობების თემაზე მოვაწყვეთ გამოფენა და სწორედ აქ გავიცანით გამომცემლობის წარმომადგენლები, სადაც ასეთი არაჩვეულებრივი შემოთავაზება მივიღეთ. მნიშვნელოვანი და სასიამოვნო გამოცდილება იყო ამ პროექტზე მუშაობა. გვიხარია, რომ ფრანგი მკითხველი ქართულ ხალხურ ზღაპრებს გაეცნობა და თან ქუთაისის “ახალგაზრდული ცენტრის” მოსწავლეთა მიერ მხატვრულად გააზრებულ პერსონაჟებს აღმოაჩენს“, – ამბობს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალია პატარიძე.