ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსისგან 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკში კორონავირუსიგან შვიდი პაციენტი განიკურნა. შვიდევე მათგანი ე.წ სვანეთის კლასტერიდანაა.

როგორც კლინიკის ექიმი ლელა ჭეიშვილი “რეგიონულ კვირას” უცხადებს, გამაჯონმრთელებულს შორის 5 ბავშვია.
“დღეის მდგომარეობით, კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი განიკურნა. აქედან ხუთი მცირეწლოვანი. მათ ლაბორატორიულ კვლევაზე ორჯერ უარყოფითი პასუხი მოუვიდათ, რაც ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დაამარცხეს. 14 პავიენტი რჩება კლინიკის ბოქსირებულ განყოფილებაში. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა”, -თქვა ლელა ჭეიშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 59 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები