სასტიკად ნაწამები პატიმარი ციხეში – ცხინვალში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა

სოციალურ ქსელში ვრცელდება ცხინვალის ციხეში, სავარაუდოდ, წამებით მოკლული 28 წლის ინალ ჯაბიევის ცხედრის ფოტოები.

გავრცელებული ინფორმაციით , 28 წლის ახალგაზრდა დღეს ცხინვალის ე.წ წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას გარდაიცვალა.

ძაბიევის ოჯახი ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მას აწამებდნენ.

აღნიშნული ფაქტის გასაპროტესტებლად ე.წ სამხრეთ ოსეთში, ცენტრალურ მოედანზე  ასობით ადამიანი შეიკრიბა. როგორც მათთან შესახვედრად მისულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ე.წ შს მინისტრი, იგორ ნანიევი თანამდებობიდან უკვე გაათავისუფლა და პროკურატურაში მის წინააღმდეგ საქმეც აღიძრა.

ცნობისთვის, ინალ ჯაბიევი 18 აგვისტოს ე.წ შს მინისტრზე, იგორ ნანიევზე  თავდასხმისთვის დააკავეს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები