აჭარაში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მათ შორის ერთი გუშინ გამოვლენილი მძღოლის ოჯახის კონტაქტია, მეორე კი იმპორტირებული შემთხვევაა. ინფიცირებული მოლდოველია და იგი სამკურნალოდ ბათუმში დარჩა.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კოვიდ ცენტრში კორონავირუსზე სულ 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის რვას პნევმონია აღენიშნება. მედიკოსების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.