რუხის კლინიკაში სამი კოვიდინფიცირებული გამოჯანმრთელდა
საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის საავადმყოფოში “კოვიდ19”- სგან კიდევ სამი პციენტი გამოჯანმრთელდა, ისინი სახლებში უკვე გაეწერენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუხის კლინიკის მენეჯერმა, მაიკო ჯანაშიამ განუცხადა.
26 აგვისტოს მონაცემებით, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში კორონავირუსზე 241 ბიოლოგიური ნიმუშის კვლევა ჩატარდა – ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. გამოკვლეულთა შორის არიან, ე.წ ცხელების ცენტრების 21 პაციენტი, მესტიის საკარანტინედან 13, ანაკლიის საკარანტინე სივრციდან 5 , თვითიზოლაცია 15, სამედიცინო სფეროს 80 წარმომადგენელი, შსს-ს 34 თანამშრომელი, ეპიდკერაში მყოფი 36 პირი.
ამჟამად, რუხის კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული განაგრძობს მკურნალობას. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.