სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში – გაეროს პროექტი თეთრიწყაროში
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში გაეროს განვითარების პროექტის „სოფლის განვითარების გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანია მუნიციპალურ დონეზე სამუშაო ჯგუფების შექმნა, რომელიც სოფლის განვითარების მხარდამჭერ ინიციატივებზე იმუშავებს და დაკომპლექტდება საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან.
სოფლის განვითარების მუნიციპალური სამუშაო ჯგუფის მიზანია მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საჭიროებებზე პროაქტიული რეაგირება, რესურსების მობილიზაციის და სხვადასხვა აქტორების კოორდინაციის გზით.
შეხვედრას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.