„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდმა” დმანისის მუნიციპალიტეტს ჰუმანიტარული დახმარება გადასცა

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდისა“ წარმომადგენლები დმანისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” დმანისის მერიიდან აცნობეს.
დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ და „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, მიმდინარე პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს სოციალურ-ეკონომიკურ რეაგირებას კოვიდ 19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კერძოდ, ხანდაზმულთა მხარდაჭერა პრევენციული ღონისძიებების, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის და დაცვის ხელშეწყობით.

პროექტი მიმდინარეობს საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში,მათ შორის დმანისის მუნიციპალიტეტში, რომელიც ითვალისწინებს დმანისის მუნიციპალიტეტში მარტოდ მცხოვრები, სოციალურად დაუცველი, 60 წლის და მეტი ასაკის მოქალაქეების სოციალურ მხარდაჭერას.

აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მცხოვრებ 412 ბენეფიციარს ჰუმანიტარული დახმარება – საკვები პროდუქტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაკრები გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები