საზანოსა და კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში უბნებს შორის ფინალური შეხვედრება გაიმართა
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები საზანოსა და კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინი-ფეხბურთში უბნებს შორის გამართულ ფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ.
საზანოში ტურნირი სამაჩაბლოს ომში დაღუპული გმირის გია კაპანაძის ხსოვნას, კვახჭირში კი აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის გიგა სახელაშვილის ხსოვნას მიეძღვნა.
ფინალურ შეხვედრაში საზანოში სკანდას გუნდმა, კვახჭირში კი გუნდმა “ტროპიკი” გაიმარჯვა. მონაწილე გუნდებს სიმბოლურ საჩუქრებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ტურნირი მინი-ფეხბურთში, რომელიც მერის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივითა და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება, მიზნად ისახავს ფეხბურთის პოპულარიზაციას, უბნებს შორის მეგობრობასა და სპორტულ თანამშრომლობას, მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.