არჩილ თალაკვაძემ გოგი მეშველიანთან და ახალგაზრდებთან ერთად, ბოლნისში, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღო მონაწილეობა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბოლნისი-დმანისი-თეთრიწყარი-წალკას საარჩევნო ოლქში გოგი მეშველიანი, ბოლნისში, კომპანია „ჯეოფრუტის“ ვაშლის პლანტაციაში იმყოფებოდნენ, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატობის კანდიდატმა, ახალგაზრდებთან ერთად, ვაშლის მოსავლის აღებაში მიიღეს მონაწილეობა.
კომპანია „ჯეოფრუტის“ მიერ 33 ჰექტარზე გაშენებული ვაშლის ბაღი მნიშვნელოვანი უცხოური ინვესტიციაა ბოლნისის მუნიციპალიტეტისათვის და კომპანიაში დასაქმებული ადგილობრივებისთვის. კომპანია წლის განმავლობაში 40 ტონამდე პროდუქციას იღებს.
„ეს არის კიდევ ერთი კარგი მაგალითი თუ რა კეთდება ქვეყანაში, რა კეთდება სოფლის მეურნეობის სექტორში და როგორ ეხმარება სახელმწიფო მოქნილი, მარტივი საგადასახადო სისტემით, ფინანსური, ტექნიკური ინტრუმენტებით კერძო სექტორს. ფერმერებს, ბიზნესმენებს, რომ განავითარონ საკუთარი მეწარმეობა და შეიტანონ კიდევ მეტი წვლილი ქეყნის ეკონომიკაში. ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სამუშაო ადგილები, ამ ტიპის საწარმოების, ბიზნესსექტორის განვითარება არის ჩვენთვის მნიშნელოვანი პრიორიტეტი და რასაკვირველია, ჩვენ მზად ვართ მომავალშიც ვითანამშრომლოთ კერძო სექტორთან ასეთი წარმატებული პროექტებისთვის“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები