წულუკიანი სუროგაციის ახალ კანონზე: ერთერთმა ტელეარხმა გაავრცელა ყალბი ინფორმაცია
იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით ხელოვნური განაყოფიერების პროცესში ცვლილებები არ შედის და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისი თქმით, ცვლილება სუროგაციის პროცესს ეხება, ვინაიდან მოხდეს ჩვილებით ვაჭრობის პრევენცია.
“მინდა გამოვეხმაურო ყალბ ინფორმაციას, რომელიც ერთერთმა ტელეარხმა გაავრცელა. ჩემი ვარაუდით, ამ დეზინფორმაციების უკან დგანან ის კომპანიები, რომლებიც ბევრ ფინანსურ სარგებელს იღებენ, სუროგაციის გზით. არავითარ შემთხვევაში, იუსტიციის სამინისტროს არ აქვს უფლებამოსილება ხელოვნური განაყოფიერების საკითხები დაარეგულიროს, შესაბამისად მინისტრი ვერ განახორციელდებდა იმას, რისი უფლებამოსილებაც არ აქვს. ახალი წესი ხელოვნური განაყოფიერების პროცესში არ შედის. ცვლილება ეხება მხოლოდ სუროგაციას”- განაცხადა წულიკიანმა.
მინისტრის განმარტებით, 100% იმ ქალებისა, ვინც თავის სხეულში, ფინანსური ანაზღაურების სანაცვლოდ ითავსებს სხვა პირების ბიოლოგიური მასალისგან შექმნილ ემბრონს ყველა მათგანი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო ის წყვილები ვინც სუროგაციის სერვისით სარგებლობენ 90% და მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად შემოდის წესი, ვინაიდან მოხდეს ჩვილით ვაჭრობა და სექსუალური დანაშაულებების პრევენცია.
“წყვილი, რომლებსაც აქვთ სურვილი სუროგაციის გზით გააჩინონ შვილები, მათ უნდა წარმოადგინონ თანაცოვრების დოკუმენტაციები. მინიმუმ 1 წელი მაინც უნდა იყოს გასული წყვილის ურთიერთობიდან, რომ შესძლონ სუროგაციით სარგებლობა. ამიტომ ნუ დაუჯერებთ დეზინფორმაციებს, რომლებსაც ავრცელებენ ზოგიერთი ტელეარხები”- განაცხადა წულუკიანმა.