ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ აფთიაქში კორონავირუსი 2 თანამშრომელს დაუდასტურდა. ისინი უკვე გამოვლენილი ერთერთი პაციენტის კონტაქტებიდან არიან. ინფორმაცია “რეგიონულ კვირას” აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს. ინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
აფთიაქი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძნობს.
როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში “რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობდნენ. ყველა თანამშრომელს “პისიარ” ტესტი ჩაუტარდა. სამინისტროს ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს აჭარაში კორონავირუსის 8 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდ ცენტრში კორონავირუსზე სულ 30 პაციენტი მკურნალობს.