სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ტოლებში ეკომიგრანტი თამაზ შაქარაძის საცხოვრებელი სახლი დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაუმართავ სადენებს გაუჩნდა, რის შემდეგაც სახლზე გადავიდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერის პირველი მაოდგილე – გრიგოლ დალაქიშვილი, სოციალური სამსახურის უფროსი – ლევან ახობაძე და საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი – დავით ბაღდავაძე.
მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ფოცხვერია და მისი პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი ოჯახს მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდნენ.