ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი მძიმედ დაშავდა

ზუგდიდი – წალენჯიხის ცენტრალურ გზაზე, სოფელ ლიასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 7 წლის ბავშვი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სისწრაფით მიმავალი მიკროავტობუსი ქვეითად მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. არასრულწლოვანი მრავლობითი მოტეხილობებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
როგორც „რეგიონულ კვირას“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა, დაშავებული ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.
„ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შემოყვანილია მოზარდი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, რის შემდეგაც სასიცოცხლო ჩვენებით გავიყვანეთ საოპერაციო ბლოკში“,- განაცხადა სულხან ორჟონიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ. უწყება დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები