პარტიის სახსრებით აშენებული სახლი – გიორგი ბოტკოველის კორუფციული სქემა

ერთ წელში აშენებული ძვირადღირებული კერძო სახლი და კახეთის ერთერთ ოლქში ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის საქმიანობაში კორუფციული ნიშნები. რა თანხებით ააშენა გიორგი ბოტკოველმა საკუთარი სახლი თბილისში და ვის სახელზეა გაფორმებული მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა უკვე დასრულდა.
“კვირამ” გაარკვია, რომ თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” მაჟორიტარობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის მეუღლის, ხათუნა გალდავას სახელზე სოფელ დიღომში რეგისტრირებულ მისამართზე მდებარე 2-სართულიანი კერძო სახლი პარტიის ბიუჯეტით არის აშენებული.

 

 

საჯარო რეესტრის ამონაწერიდან ირკვევა, რომ სოფელ დიღომში არსებული მიწის ნაკვეთი ხათუნა გალდავამ 2019 წლის 1 აპრის დაარეგისტრირა. თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი დოკუმენტაციის მიიხედვით, კი მუხრან მაჭავარიანის 30 ნომერში მდებარე 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვა ამავე წლის 3 აპრილს გაიცა და ორსართულიანი სახლიც დაახლოებით ერთ წელში აშენდა.

“კვირა” ენმ-ს კანდიდატის სახლში მივიდა, თუმცა ადგილზე არავინ დახვდა, იქ ამ ეტაპზე კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

 

 

ცნობისთვის, ბოტკოველი “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრია და 2017 წელს თელავის მერობის კანდიდატი იყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები