ბაღდათში 82-ე იუსტიციის სახლი გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქვეყნის მასშტაბით 82-ე საზოგადოებრივი ცენტრი ბაღდათში გახსნა. მინისტრის განცხადებით, იუსტიციის სახლის გახსნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადგილობრივებისათვის.
“დღეს, ბაღდათში გავხსენით საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვანია ადგილობრივებისთვის. აქ, მოსახლეობა 200-ზე მეტ სერვისს მიიღებს. საზოგადოებრივი ცენტრის არსებობა, ასევე მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან მათ შეუძლიათ გამოიყენონ, უფასო ინტერნეტი, ელექტრონული ბიბლიოთეკა, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე შეეძლებათ საშინაო დავალებების მომზადება. მოზარდებს შეუძლიათ დასვენების დღეები საინტერესოდ გაატარონ. აქ არის შეხვედრების დარბაზიც, რომლითაც უფასოდ სარგებლობა შეეძლებათ ადგილობრივებს. რამდენინე კვირაში მსგავს ცენტრებს ასპინძასა და დედოფლისწყაროშიც გავხსნით”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები