მირიან ქათამაძე: პანდემიიდან გამომდინარე ფინანსურად დაზარალებულ სასტუმროს მეპატრონეებს ხელისუფლება დაეხმარება

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე საოჯახო სასტუმროს მფლობელებს კიდევ ერთხელ შეხვდა და ის ფინანსური პრობლემები მოისმინა, რომელიც მოქალაქეებს პანდემიის გამო შეექმნათ. სასტუმროს მეპატრონეებმა საბანკო სესხების ერთი წლით გადავადება და ამ საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მოითხოვეს. მირიან ქათამაძე მათ დახმარებას დაჰპირდა.
“დღეს ისევ შედგა შეხვედრა სეზონურ მსესხებლებთან, ქობულეთის მოსახლეობასთან. ეს არის ადამიანები, რომლებსაც ფაქტობრივად, ტურისტული სეზონის ჩავარდნის გამო აქვთ პრობლემა ვადამოსული საკრედიტო დავალიანებების გასტუმრების.
შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით ერთიანად მუშაობს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის გუნდი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო და მაქსიმუმს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ მოქალაქეების მოთხოვნა იქნას გათვალისწინებული და მაქსიმალურად იქნას შემსუბუქებული ის პრობლემა, რომელიც სწორედ პანდემიური პერიოდის შედეგად ტურისტულ სეზონს მიადგა ქობულეთში.
ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის რომ სწორად, მართებულად, ეფექტურად იქნას გადაჭრილი ეს პრობლემა. ამისთვის საჭირო არის შესაბამისი საინფორმაციო ბაზის შედგენა ინდივიდუალურად. შესაბამისად, ამ საინფორმაციო ბაზის მიხედვით, ინდივიდუალურად მოხდება თითოელი პრობლემის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეყვეტილების მიღება, რომელიც უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ”, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები