ნაცატუში მოსახლეობამ გზა გადაკეტა – ზუგდიდის მერის წარმომადგენელი აქციის მონაწილეებს შეხვდა

ნაცატუში საპროტესტო აქციის მონაწილეებს, რომლებმაც ზუგდიდი-წალენჯიხის ცენტრალური გზა სოფლის შიდა გზის შეკეთების მოთხოვნით რამდენიმე წუთით გადაკეტეს, ზუგდიდის მერის მოადგილე გიგა ფარულავა შეხვდა.

ფარულავამ ადგილობრივებისგან არსებული პრობლემის შესახებ მოისიმინა.

მერის წარმომადგენლის განცხადებით, გზის მეორე ეტაპის სამუშაოები ქვეყანაში პანდემიის გამო შეფერხდა.

“მოსახლეობა შეიკრიბა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით. სოფელ ნაცატუში გზის მშენებლობის პირველი ეტაპი დაწყებულია და უნდა განხორციელდეს მეორე ეტაპის მშენებლობა, რისი მოთხოვნაც ჰქონდათ დღეს მოსახლეობას. შევხვდით, ვისაუბრეთ. დღეს აქ უკვე ტექნიკა მუშაობდა, რომ მოწესრიგდეს აუცილებელი ინფრასტუქტურა, რომ იყოს შესაძლებელი მოქალაქეებიათვის გადაადგილება და ამის შემდეგ უკვე მუნიციპალიტეტი შესაბამისი დაფინანსების მოპოვების შემდეგ დაიწყებს მეორე ეტაპის სამუშაოებს”, – განაცხადა გიგა ფაურულავამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაცატუს მოსახლეობა შიდასაუბნო გზის 4-კილომეტრიანი მონაკვეთის მოწესრიგებას ითხოვს.

ცენტრალურ გზაზე საავტომობილო მოძრაობა ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ აღდგა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები