რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

რუსთავის ცხელების ცენტრში კორონავირუსი 1 პირს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში განთავსებულ კოვიდცენტრში განუცხადეს.

მათი თქმით, ინფიცირებული თურქეთის მოქალაქეა.

“გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 8 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა. მათგან ინფექცია მხოლოდ ერთ პირს დაუდასტურდა. კოვიდინფიცირებული პირი თურქეთის მოქალაქეა და ის სამედიცინო დაწესებულებაში საზღვრიდან შემოიყვანეს”,- განაცხადეს “ცხელების ცენტრში”.

ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 22 ფაქტი გამოვლინდა, მათგან 15 უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები