თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახის წევრები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

1tv,.ge

თერჯოლის მუნიციპალიტეტში დაღუპული 11 წლის მოზარდის ოჯახის წევრები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. მათი თქმით, ბავშვის დედა თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან საქართველოში გადმოსვლას ცდილობდა, თუმცა საბუთების მოუწესრიგებლობის გამო, საზღვარზე არ შეუშვეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” გარდაცვლილის დამ განუცხადა, მათი თხოვნა და სურვილია, ბავშვის დაკრძალვას დედაც დაესწროს.

“ვთხოვთ, ხელისუფლებას და საელჩოს დაგვეხმარონ, არ მინდა ჩემი ძმის დაკრძალვა დედის დაუსწრებლად მოხდეს. წლებია შვილი არ უნახავს და იქნებ მკვდარს მაინც ჩამოუსწროს. საელჩომ როგორმე მოახერხოს და საბუთების მოწესრიგებაში დაგვეხმაროს. როგორც ვიცი, პასპორტზე ვადა აქვს გასული, რის გამოც არ შემოუშვეს”,- აცხადებს თინათინ აბჟანდაძე.

ცნობისთვის, სოფელ ძევრში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი 23 აგვისტოს იპოვეს. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაპატიმრებულია მოზარდის მამა, რომელიც, გამოძიების ვერსიით, შვილზე მუდმივად ძალადობდა. მას დღეს ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები