ზუგდიდში ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი შენგელიამ, პირველ მოადგილესთან – გიგა ფარულავასთან ერთად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები პეტრიაშვილის, გორისა და ბუკიას ქუჩებზე მიმდინარეობს. სამუშაოების ღირებულება 650 000 ლარამდეა.
ცნობისთვის, 2019 წელს ეზოების კეთილმოწყობისთვის 1 290 000 ლარი დაიხარჯა.