მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით, სამტრედიის საცხენოსნო სპორტული კლუბის იპოდრომზე, “სამტრედიის გრანპრი” საცხენოსნო შეჯიბრი ეროვნულ სახეობებში, დოღში ისინდსა და ცხენბურთში საზეიმოდ გაიხსნა.
შეჯიბრში მონაწილეობენ სამტრედიის, თბილისის, ქუთაისის, აბაშის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ჩოხატაურის, ახმეტის და ბათუმის გუნდები.
ტურნირის გახსნას მუნიციპალიტეტის მერი – ვალერი ფოცხვერია,მერის პირველი მოადგილე – გრიგოლ დალაქიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეჯიბრი სამ დღიანია და ფინალური შეჯიბრი 28 აგვისტოს გაიმართება.