მარტვილის მერიაში თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, თხილის მწარმოებელი ფერმერებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგს, რომელიც რამდენიმე სესიას მოიცავდა: თხილის აგრო-ტექნოლოგია, მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება, მოსავლის აღება და შენახვის პირობები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომელი, ლაშა ციგრიაშვილი უძღვებოდა.
ტრენინგის პირველი ნაწილი ასევე დაეთმო კლიმატურ ცვლილებებს და მისგან გამოწვეულ რისკებს სოფლის მეურნეობაში, რომელიც მსმენელებს „ეკო-გრანტების პროგრამის“ ფარგლებში, მარი ბენდელიანმა გააცნო.
პროექტი საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება და მას „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი“ ახორციელებს.