საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტს სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას სამუშაო ვიზიტით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი – ნათია ლოლაძე ესტუმრა. აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ერბოწონაშვილი,  პირველი მოადგილე-ალექსი გილაშვილი, ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი-სოფო შაქარაშვილი, მერის მრჩეველი-თამაზ ახვლედიანი და წითელი ჯვრის საზოგადოების საგარეჯოს ფილიალის მენეჯერი-მაია ალექსაშვილი ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ყურადღება არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტს  ადგილობრივი ხელისუფლების პირველმა პირებმა  კორონავირუსთან დაკავშირებული ვითარება და ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები დაწვრილებით გააცნეს.

“სამომავლოდ, რამდენიმე პრიორიტეტული სერვისის დამატებაც განისაზღვრა. წითელი ჯვრის საზოგადოებამ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტს  სასურსათო და ჰიგიენური ამანათები გადასცა,  რომელიც 70 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ ხანდაზმულებს დაურიგდებათ.

ნათია ლოლაძე და გიორგი ერბოწონაშვილი რამდენიმე ოჯახს პირადად ესტუმრნენ და ამანათები ბენეფიციარებს თავად გადასცეს.

საგარეჯოს მერმა წითელი ჯვრის საზოგადოებას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის და ურთიერთთანამშრომლობისთვის, რაც განსაკუთრებულად გამოიკვეთა პანდემიის პერიოდში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები