სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში 180 ბავშვზე გათვლილი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება.
როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, პროექტის მიხედვით, აშენდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ორსართულიანი შენობა, ეზოს დარჩენილი ნაწილი კი გამოყენებული იქნება გასართობი მოედნების, ატრაქციონებისა და სარეკრეაციო ზონის მოსაწყობად.აღსანიშნავია, რომ შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის.
“ახალი საბავშვო ბაღისთვის გათვალისწინებულია საძინებელი და სათამაშო ოთახების, გასახდელების, ბუფეტის, დარბაზის, ექიმის, ადმინისტრაციის, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბის და ასევე საქვაბე ოთახის მოწყობა.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2020 წლის 19 აგვისტოს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 18 სექტემბერს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 896 262 ლარს შეადგენს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.