სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიაში მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის მკვიდრია.
ცხედარი ექსპერტიზაზე ქუთაისის სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში უკვე გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.