ხაშურში გოგონებს შორის ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა
ხაშურში გოგონებს შორის ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” ხაშურის სპორტსკოლიდან აცნობეს, ერთმანეთს ხაშურის ,,ივერია” და მცხეთის ,, მცხეთა” დაუპირისპირდა.
შეხვედრა ხაშურის გოგონათა გუნდის გამარჯვებით, დიდი ანგარიში 16:0 დასრულდა. გოლები: ირმა ლომიძემ (8 გოლი), ელენე ენჯიბაძემ (3 გოლი), ნინო ბუხრიკიძემ ( 3 გოლი) და ლალი გორგაძემ ( 2 გოლი) გაიტანეს.