ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში, კაცმა საკუთარი ბიძაშვილი დაჭრა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ისინი ერთ ეზოში ცხოვრობენ, 73 წლის კაცის დაჭრის მიზეზად, მამლის მიერ ბოსტანში შეჭმული პომიდორი სახელდება.
დაჭრილი ამჟამად ოზურგეთის “მედალფას” სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც სამედიცინო ცენტრის დირექტორმა დავით მდინარაძემ “რეგიონულ კვირას” განუცხადა, მამაკაცი ფეხის არეში საფანტი იარაღით არის დაჭრილი და მისი ჯანმეთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა ფაქტან დაკავშირებით ცხელ კვალზე 1 პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.