გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვ

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

განკარგულების თანახმად, პარლამენტის შენობის ფასადზე და საქართველოს ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

საქართველოს პარლამენტი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და სრულიად საქართველოს სამძიმარი გამოუცხადა.

“საქართველოს პარლამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს, ახლობლებს და სრულიად საქართველოს”,- აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

ცნობისთვის, შატილის გზაზე მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად 17 მოქალაქე გარდაიცვალა და 3 მძიმედ დაშავდა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები