“შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, დაღუპულის ამოცნობაც გაჭირდება” – ავტობანზე ავარიას მამაკაცი ემსხვერპლა
მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ნაწრეტი – შავშვების მონაკვეთზე. ცენტრალურ ავტობანზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “რეგიონული კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ დაღუპულის იდენტიფიცირება გაჭირდება.
,,საშინელი სურათი იყო. იმდენად ძლიერად დაეჯახა მანქანა რომ მისი არამცთუ გადარჩენა, ამოცნობაც კი გაჭირდება”, – განაცხადა თვითმხილველმა
ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე ექსპერტ – კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
როგორც “რეგიონული კვირა” შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.