შატილის გზაზე ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილი „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ამოიყვანეს
შატილში გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად ხევში გადავარდნილი „ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა ესკავატორით ამოიყვანეს. მანამდე, ავარიის ადგილზე, ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსი სპეცტექნიკის საშუალებით ამოიყვანეს.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტებმა მუშაობა დაასრულეს.
შეგახსენებთ, დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოსთან, შატილის გზაზე მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გუშინ საღამოს გადავარდა. ბოლო მონაცემებით, 17 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მიკროავტობუსი ტურისტულ კომპანიას ეკუთვნოდა და მას ტურისტები გადაჰყავდა.