Traveler GE-ს ხელმძღვანელი: გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც, აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო
ტურისტული სააგენტოს, Traveler GE-ს ხელმძღვანელი, შალვა ბოლოთაშვილი შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სიცოცხლე მისთვისაც დამთავრდა.
Traveler GE კომპანიაა, რომლის მიერ დაგეგმილი ტურით მზავრობისას მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა.
“გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც. გამანადგურა ამ ტრაგედიამ. ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია.
აღარ არის ჩემი საუკეთესო მეგობარი სერგო. ვეღარასოდეს ვნახავ ჩემს უსაყვარლეს ნუცის და ხატიას.
17 ადამიანის სიცოცხლე, რომელთაც ჩემი დარჩენილი ცხოვრებაც გაჰყვა.
ყველაფერი დამთავრდა, ასეთი ყოფილა ჩემი დასასრულიც”,- წერს შალვა ბოლოთაშვილი.
ცნობისთვის, შატილის გზაზე გუშინ მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა.