გორში, თავშესაფარში მცხოვრები მოზარდები აღმზრდელს ძალადობაში ადანაშაულებენ
გორში არსრულწლოვანთა თავშესაფარში მცხოვრები და-ძმა მეთვალყურეს ძალადობაში ადანაშაულებს და დაწესებულებიდან მის გათავისუფლებას ითხოვს.
არასრულწლოვნებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს . როგორ ,,რეგიონული კვირასთვის” ცნობილი გახდა, ისინი სამართალდამცველებმა უკვე გამოკითხეს.
მოზარდების განმარტებით, აღმზრდელი რ. ო მათ როგორც ფიზიკურ , ასევე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
,,პოლიციას თხოვნით მივმართეთ, რომ აღმზრდელი გაათავისუფლონ სამსახურიდან. ჩვენზე ფიზიკურად ძალადობს . ჩემს ძმას ბეჭებში ჩაარტყა ორჯერ .შეურაცხყოფას მაყენებს , მეძახდა ,, ქუჩის ქალს”, – განაცხადა არასრულწლოვანმა.
,,რეგიონული კვირამ” ძალადობაში ბრალდებულ აღმზრდელთან დაკავშირება სცადა, თუმცა ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს.
როგორც ,,რეგიონულ კვირას ” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმის გამოძიება სსკ-ის 126 – ე მუხლით დაიწყო , რაც ძალადობას გულისხმობს.