ლევან რატიანი: შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე – ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამივე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე.

მისი თქმით, კლინიკაში მოთავსებული სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ხოლო 2-ის ოპერაცია დასრულებულია.

„შემოყვანილია სამი ქალი კრიტიკულ მდგომარეობაში. სამივეს ჩაუტარდა გადაუდებელი კვლევები. ისინი კვლევების შედეგად მოთავსდნენ რეანიმაციულ განყოფილებაში. აღსანიშნავია, რომ 2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ. რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ – ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები