საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 87 წლის ქალია, რომელიც მცხეთის “ცხელების ცენტრში” იყო მოთავსებული.
“შემოსვლის დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ითვლებოდა საქართველოში ერთერთ ყველაზე მძიმე პაციენტად. იყო რუსთავის მაცხოვრებელი და შემოსვლის დღიდან იყო მართვით სუნთქვაზე. სიმტპომები იყო გულ-სისხლ-ძარღვთა მწვავე უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჰქონდა ბევრი თანმხლები ქრონიკული დაავადება”,- განაცხადა მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137, გარდაცვლილი – 18, კარანტინის რეჟიმში – 7005, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 255 ადამიანი რჩება.