მირიან ქათამაძე: ჩვენ მზად ვართ, საოჯახო სასტუმროს მფლობელებს პანდემიიდან გამოწვეული ზარალი შევუმსუბუქოთ

 

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე საოჯახო სასტუმროს მფლობელებს შეხვდა და ის ფინანსური პრობლემები მოისმინა, რომელიც მოქალაქეებს პანდემიიდან გამომდინარე შეექმნათ.

სასტუმროს მეპატრონეებმა საბანკო სესხების ერთი წლით გადავადება და ამ საკითხზე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა მოითხოვეს. გამომდინარე იქედან, რომ წელს პანდემიით გამოწვეული კრიზისის გამო, ტურისტული სეზონი ვერ შედგა. ისინი სეზონური სესხების დაფარვას ვერ ახერხებენ.

მირიან ქათამაძემ მათ დახმარებას დაჰპირდა.

,,დღეს იყო შეხვედრა იმ მოქალაქეებთან, რომლებმაც პანდემიური პერიოდის გამო, განიცადეს გარკვეული ზიანი, ძირითადად ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით. კერძოდ, თითქმის ყველა მათგანს აქვს ე.წ სეზონური სესხი, საკრედიტო ორგანიზაციებთან. სეზონური სესხის გამო მათ შეექმნათ გარკვეული სახის პრობლემა საკრედიტო ორგანიზაციებთან. შესაბამისად მათ მოგვმართეს თხოვნით რომ დაისვას ეს საკითხი ე.წ ვადა მოსულ საკრედიტო ვალდებულების შესრულების გადავადების შესახებ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის მთავრობასთან ერთად, ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობა, განსაკუთრებით ფინანსური უზრუნველყოფა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ტურისტული სეზონის რეზერვიდან გამომდინარე მათ არ შეუძლიათ შესაბამისი საბანკო ვალდებულებების შესრულება. სამუშაო პროცესში შედგება შესაბამისი საინფორმაციო ბაზა, რომელიც შეიცავს შესაბამისი მსესხებლის ვინაობას, შესაბამის საკრედიტო ორგანიზაციას ასევე ვალდებულების ოდენობას, მისი დაფარვის თარიღს. რომელიც იქნება მოწოდებული თვითონ მოქალაქეების მიერ. შემდეგ იქნება ძალიან დეტალური , ძალიან პრაქტიკული მუშაობა, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის მიმართ. როგორც მოგეხსენებათ, საკრედიტო ორგანიზაციებთან ურთიერთობის ამსახველი ინფორმაცია წარმოადგენს კონკრეტული პერსონის, ასე ვთქვათ, გასაჯაროების უფლებას. შესაბამისად, აღნიშნულ ინფორმაციას მოგვაწოდებენ თვითონ მოქალაქეები. აქ , შესაბამისად, ჩართული იქნებიან ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურები, უმოკლეს ვადაში გვინდა, რომ შედგეს ეს ბაზა და შემდეგ უკვე ვიმუშაოთ ყველა იმ გადაწყვეტის გზაზე, რომელიც შეუმსუბუქებს ჩვენს მოქალაქეებს იმ პრობლემას, რომელიც გამოწვეულია სწორედ ვადა მოსული ვალდებულებების შესრულების გამო. რა თქმა უნდა აქვთ შესაბამისი კონსულტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან , სრულად არის კურსში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. ძალიან აქტიურად მიდის ამ საკითხზე მუშაობა, მაგრამ იმისათვის რომ სწორი, ეფექტიანი და მართებული გზა იქნას მოძიებული პრობლემის გადაჭრის კუთხით საჭიროა კონკრეტული საინფორმაციო საფუძვლის შექმნა და ამის შემდეგ დაიგეგმება ყველა ის გზა და ღონისძიება, რომელიც საჭიროა პრობლემის გადაწყვეტისთვის”, -განაცხადა მირიან ქათამაძემ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები