ჩხოროწყუში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა – დათო გოგუამ და მერის პირველმა მოადგილე – გოჩა ჩიქოვანმა  სოფელ ახუთში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, მეორე ახუთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია ასფალტო-ბეტონის საფარით 3.კმ.ზე ხორციელდება.

მათივე ცნობით, პროექტი მდინარე ოჩხომურსა და ზანაზე ნაპირსამაგრი ჯებირის მოწყობას ითვალისწინებს.

“სამუშაოები რეგ.განვითარების ფონდის მიერ 2 900 088 ლარით ფინანსდება. პროექტი გარდამავალია და 2021 წლის ნოემბერში დასრულდება. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ ასევე სოფელ კირცხში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები