მიკროავტობუსს, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა

მიკროავტობუსს, რომელიც გუშინ შატილის გზიდან გადავარდა, ტექდათვალიერება გავლილი არ ჰქონდა.

 

მონაცემთა ბაზაში ავტომობილის ნომრის შეყვანის შემდეგ ირკვევა, რომ სამგზავრო მიკროავტობუსს შემოწმება 2020 წლის 13 ივლისს უნდა გაევლო.

ცნობისთვის, გუშინ, ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 17 ადამიანი გარდაიცვალა, 2 კი მძიმე მდგომარეობაშია.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები