გიორგი ვოლსკი: ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი

ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ შატილის გზაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, გამოძიების დასრულებამდე ტრანსპორტის ტექნიკური გამართულობის თემაზე ლაპარაკი ადრეა.

„ეს არის მძიმე მწუხარება იმის გამო, რომ ასეთი ტრაგედია მოხდა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ დავკარგეთ ადამიანები, ვიზიარებთ ოჯახების მწუხარებას და ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არის პირადად ჩემს ოჯახში შემოსული დიდი მწუხარება და ასეა საქართველოში ყველა ოჯახი,”- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები