ილია მეორე: გვინდა, ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი, მიუხედავად მძიმე განსაცდელისა, უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ხევსურეთში ავარიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

“დიდია ჩვენი მწუხარება ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან, ა.წ. 23 აგვისტოს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა და რომელმაც მთელი საქართველო შეძრა.
გვინდა, ყველა ოჯახს გამოვუცხადოთ სამძიმარი და, მიუხედავად ასეთი მძიმე განსაცდელისა, ვუთხრათ, რომ უნუგეშობას არ უნდა მიეცნენ.

ღმერთმა ყველა განგამტკიცოთ და მოგმადლოთ ურყევი რწმენა მარადიული ჭეშმარიტი ცხოვრებისა, რომლის მკვიდრნიც ჩვენი შვილები, – ახლადგარდაცვალებულნი გუშინ გახდნენ.

აღვავლენთ ლოცვებს მათი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს ისინი, ხოლო დაშავებულთ შეეწიოს და გადაარჩინოს”,- ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა სამი მგზავრი. ისინი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულთა მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

 

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები